logo
ENG



მთავრობა "წარმატებული ქართველების დაფასებისთვის" 250 ათასს დახარჯავს

25 ივლ 202416:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/25/ctj9kwxco3ckr69.jpg

მთავრობა "წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის" სარეზერვო ფონდიდან 250 ათასი ლარის გამოყოფას აპირებს. 18 ივლისის განკარგულებაში არაა დაკონკრეტებული, ვინ იქნებიან ეს "წარმატებული ქართველები" და უშუალოდ რა ღონისძიებები გაიმართება მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის.

"წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 250 000 ლარი“ , - წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.


close დახურვა